Sunday, June 12, 2011

მობილური ოპერატორები საქართველოში

 საქართველოში ამჟამად 3 მობილური ოპერატორია: ჯეოსელი, მაგთიკომი და ბილაინი. დავწერ მოკლე ინფორმაციას თითოეულ მათგანზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს, როდესაც ”ჯეოსელი” გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე).პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებელები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. კომპანიის გენერალური დირექტორია ოსმან თურანი.
2001 წლის 27 მარტს ”ჯეოსელისა” და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.
    2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, ჯეოსელი გახდა ისეთი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდავეთში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები.
    2006 წლის მაისში ჯეოსელი UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 mhz სიხშირეების სპექტრი). UMTS ლიცენზია აბონენტებს საშუალებას აძლევს, ეზიარონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მონაცემთა გადაცემა (2 მბ/წმ-მდე), ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი.



მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი" დაარსდა 1996 წლის თებერვალში, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.  კომპანიის გენერალური დირექტორია დევიდ ლი.

    მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე, 1999 წლის ნოემბერიდან კი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე 900/1800 მეგაჰერცზე.
   2006 წლის ზაფხულში კომპანია, GSM-მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად, პირველად საქართველოში უზრუნველყოფს მესამე თაობის სერვისების მომსახურებას: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია.
   მაგთიკომი დღეისათვის აერთიანებს ოთხ ბრენდს, ესენია: მაგთი, ბალი, ბანი და ასევე 2008 წლიდან მაგთიკომმა მომხმარებლებს შესთავაზა ფიქსირებული ქსელის ტელეფონი, მაგთიფიქსი.



შპს «მობიტელი» – ქართული GSM ოპერატორი კომპანიაა.
«მობიტელი» ფლობს ლიცენზიას საქართველოს ტერიტორიაზე GSM-1800 სტანდარტის ფიჭური მომსახურების განხორციელების უფლებით. კომპანია 2003 წლის ნოემბერში დაარსდა, მაგრამ კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებდა.
    2005 წლის 16 დეკემბერს «მობიტელმა», როგორც სს «ვიმპელკომის» შვილობილმა კომპანიამ, შეისყიდა GSM-1800 სტანდარტით არსებული რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენების უფლების ლიცენზია.
     სს «ვიმპელკომს» შპს «მობიტელის» აქციათა 51% ეკუთვნის. კომპანიის ჯგუფში გაერთიანებულია: რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სომხეთის და საქართველოს GSM ოპერატორი კომპანიები. კომპანია «ვილპელკომის» მომსახურება ვრცელდება ტერიტორიაზე სადაც 240 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


წყარო: www.magticom.ge,  www.beeline.ge , www.geocell.ge. www.wikipedia.org

No comments:

Post a Comment