ბლოგის შესახებ

       მოგესალმებით, მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი მარიამ ქუთელია.
       სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე თუ რაზე შეიძლებოდა ჩემი ბლოგი გამეკეთებინა და საბოლოოდ გადავწყვიტე ეს ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კერძოდ კი მობილურ ტელეფონებზე. უდავოა, რომ მეცნიერება დღითიდღე ვითარდება და ყოველდგე რაღაც ახალი შემოდის, რომელიც ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება სულაც არ განგვაცვიფროს მისმა შესაძლებლობებმა. მაგალითად, ჯერ კიდევ ათი წლის წინ ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს რომ დგეს ესე გავრცელებული იქნებოდა ე.წ მესამე თაობის მობილურები, რომლებიც თანდათან იხვეწება და ფუნქციებიც ემატება, რა თქმა უნდა.
       მე შევეცდები ფეხდაფეხ მივყვე მობილურების განვითარების ისტორიას და გაგაცნოთ მისი პირველი და ბოლო მოდელები. გესაუბროთ მისი წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დღევანდელ ცხოვრებაში. აშკარაა, რომ როგორც ყველაფერს მასაც აქვს უარყოფითი მხარეები, რომელთაც ასევე განვიხილავ.
       იმედი მაქვს, რომ ჩემი ბლოგი თქვენში ინტერესს აღძრავს და უფრო მეტ ცოდნას შეგძენთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.