Sunday, June 12, 2011

მობილური ოპერატორები საქართველოში

 საქართველოში ამჟამად 3 მობილური ოპერატორია: ჯეოსელი, მაგთიკომი და ბილაინი. დავწერ მოკლე ინფორმაციას თითოეულ მათგანზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს, როდესაც ”ჯეოსელი” გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე).პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებელები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. კომპანიის გენერალური დირექტორია ოსმან თურანი.
2001 წლის 27 მარტს ”ჯეოსელისა” და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.
    2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, ჯეოსელი გახდა ისეთი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდავეთში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები.
    2006 წლის მაისში ჯეოსელი UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 mhz სიხშირეების სპექტრი). UMTS ლიცენზია აბონენტებს საშუალებას აძლევს, ეზიარონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მონაცემთა გადაცემა (2 მბ/წმ-მდე), ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი.



მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი" დაარსდა 1996 წლის თებერვალში, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.  კომპანიის გენერალური დირექტორია დევიდ ლი.

    მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე, 1999 წლის ნოემბერიდან კი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე 900/1800 მეგაჰერცზე.
   2006 წლის ზაფხულში კომპანია, GSM-მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად, პირველად საქართველოში უზრუნველყოფს მესამე თაობის სერვისების მომსახურებას: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია.
   მაგთიკომი დღეისათვის აერთიანებს ოთხ ბრენდს, ესენია: მაგთი, ბალი, ბანი და ასევე 2008 წლიდან მაგთიკომმა მომხმარებლებს შესთავაზა ფიქსირებული ქსელის ტელეფონი, მაგთიფიქსი.



შპს «მობიტელი» – ქართული GSM ოპერატორი კომპანიაა.
«მობიტელი» ფლობს ლიცენზიას საქართველოს ტერიტორიაზე GSM-1800 სტანდარტის ფიჭური მომსახურების განხორციელების უფლებით. კომპანია 2003 წლის ნოემბერში დაარსდა, მაგრამ კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებდა.
    2005 წლის 16 დეკემბერს «მობიტელმა», როგორც სს «ვიმპელკომის» შვილობილმა კომპანიამ, შეისყიდა GSM-1800 სტანდარტით არსებული რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენების უფლების ლიცენზია.
     სს «ვიმპელკომს» შპს «მობიტელის» აქციათა 51% ეკუთვნის. კომპანიის ჯგუფში გაერთიანებულია: რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სომხეთის და საქართველოს GSM ოპერატორი კომპანიები. კომპანია «ვილპელკომის» მომსახურება ვრცელდება ტერიტორიაზე სადაც 240 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


წყარო: www.magticom.ge,  www.beeline.ge , www.geocell.ge. www.wikipedia.org

მობილური ოპერაციული სისტემები

    ოპერაციული სისტემა ეს არის სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. ტელეფონის ჩართვისას, ოპერაციული სისტემა იტვირთება ტელეფონის მეხსიერებაში სხვა პროგრამებზე ადრე. ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონები გამოირჩევიან სხვა ტელეფონებისგან გაცილებით დიდი ფუნქციონალურობით. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე სახე: Symbian, Windows Mobile, MAC, Palm, Linux და სხვები. ანუ ტელეფონს ისევე ესაჭიროება თავისი ოპერაციული სისტემა როგორც კომპიუტერს ვინდოუსი (ან სხვა ოპერაციული სისტემა)
   აქ მოცემულია მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემები, მისი მწარმოებლები და ისინი ვინც იყენებს მათ. მოკლე მიმოხილვა და მათი წილი ბაზარზე

1.სიმბიანი (Symbian OS)
სიმბიანი არის ნოკიას ერთ-ერთი ოპერაციული სისტემა რომელიც შეიმუშავა Symbian Ltdმ მობილურებისთვის და სმარტფონებისთვის რომელსაც იყენებდა ბევრი მობილურის მწარმოებელი კომპანია როგორციაა ნოკია,სამსუნგი,LG,სონი ერიქსონი და ა.შ
















2. RIM Blackberry(Research of Montion Blackberry OS
RIMი არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება blackberryს ტელეფონებში. ამ ოპერაციულ სისტემას იყენებს მხოლოდ blackberry



















3. iOS (Apple OS)
iOS არის ოპერეციული სისტემა რომელიც შექმნი არის კომპანია Appleის მიერ თავისი მოწყობილობებისთვის როგორცია iphone,ipod,ipad და apple TV. iOSის გამოყენება ხდება მხოლოდ Appleს პროდუქციაზე

















4. Windows Mobile(Phone)
Windows Mobile შემუშაბებულია Microsoftის მიერ სმარტფონებისა და მობილური ტელეფონებისთვის. WMს პირველი რელიზი შედგა 2000წელს რომელსაც ეწეროდა PPC 2000. ამ ოპერაციულ სისტემას იყენებს ისეთი კომპანიები როგორიცაა htc,სამსუნგი,LG,ლოშიბა,სონი ერიქსონი,დელი და ა.შ
















5. Maemo


Maemo ძირითადათ არის "open source" კოდზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნოკიას სმარტფონებში. Maemo აირს დაფუძნებული დებიან GNU/Linuxის ბაზაზე







6. MeeGo
MeeGo არის ოპერაციული სისტემა რომელიც არის დაფუძნებული ლინუქსის ბაზაზე ის გამოიყენება netbookებშიმ,nettopებში,ტაბლეტებში და მობილურ ტელეფონებში. MeeGoს იყენებენ ისეთი კომპანეიბი როგორიცაა ინტელი,ნოკია და LG









7. WebOS

HP WebOS არის ოპერაციული სისტემა რომელიც დაფუძნებულია ლინუქსის კერნელზე პირველი WebOSი წარმოდგენილი იყო 2009წელს ლას ვეგასში. WebOS იყენებს კომპანია PALMი
















8. BadaOS

bada არის სამსუნგის მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა რომელიც არის განკუთვნილი როგორც ჰაი-ენდ სმარტფონებისტვისა სევე ლოუ-ენდ ტელეფონებისტვის. bada არის დაფუძნებული ლინუქსის კერნელზე. bada კორეიული სიტყვაა და ნიშნავს ოეკეანეს. badaს იყენებს მხოლოდ მისი შემქნელი კომპანია სამსუნგი




9. Android

ანდროიდი არის ოპერაციული სისტემა რომელიც შექმნილია Android Inc.ის მიერ, ეს ფირმა შეისყიდა გუგლმა 2005 წელს. ანდროიდი არის დაფუძნებული ლინუქსის კერნელი თავისი მოდიფიკაციით. ანდროიდს იყენებს ისეთი კომპანიები როგორციაა სამსუნგი,სონი ერქისონი, HTC,LG, მოტოროლა,ტოშიბა,დელი და ა.შ











ეს კი მობილური ოპერაციული სისტემები და მათი ვერსიები:

მობილური ოპერაციული სისტემების წილი ბაზარზე:
მოცემულია 2010წლის მესამე კვარტლის ინფორმაცია
Symbian OS 36.6%
Android 25.5%
iOS 16.7%
BlackBerry OS 14.8%
Windows Mobile 2.8%
სხვა(bada,maemo,meego,webos) 1.5%    


წყარო: overclockers.ge

Thursday, June 9, 2011

ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონები

         ზოგიერთისთვის მობილური ტელეფონი ნივთია რომელიც მას მხოლოდ კომუნიკაციისთვის ჭირდება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც მობილური ფუფუნების საგანია. პოსტში არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული, უახლესი მობილური ტელეფონების ფოტოები და მოკლე აღწერები.. მგონი, საინტერესო უნდა იყოს.. ( მართალია, 3 მილიონის მობილურში გადახდა ცოტა სულელურია, მაგრამ მაინც :D)



Nokia 8800 ვარდისფერი ბრილიანტებით. ფასი: $134,000








Peter Aloisson’s iPhone Princess Plus
ფასი: $176,400









 
Sony Ericsson Black Diamond
ფასი: $300,000











Vertu Signature Cobra
 ფასი : $310,000
















 The Diamond Crypto Smartphone
ფასი: $1.3 მილიონი














GoldVish ‘Le Million’ Piece Unique
ფასი: $1.3 მილიონი










Peter Aloisson’s Kings Button iPhone
ფასი: $2.4 მილიონი








. და ჯერ-ჯერობით უძვირფასესი Goldstriker iPhone 3GS Supreme ფასი : $3.2 მილიონი                                                            











წყარო:stan.ge

Wednesday, June 8, 2011

მობილური და ჯანმრთელობა

    მობილურ ტელეფონს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, მაგრამ მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. დისკუსიას მობილური ტელეფონების მავნებლობის შესახებ ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუცვლელი აპარატები არსებობის მესამე ათწლეულს ითვლის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის საკითხი ჯერაც ბურუსით არის მოცული. ზოგჯერ ტელეფონებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ტვინის კიბოს გაჩენაშიც კი ადანაშაულებენ. მეცნიერული კვლევები ამგვარ კავშირს ვერ ადასტურებს, თუმცა, ჯანმრთელობაზე მათ რაიმენაირ გავლენასაც არ გამორიცხავს. ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, მომხმარებლებს უწევთ ან გაურკვევლობასთან შეგუება, ან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა”-ს პრინციპით მოქმედება, მაგრამ მათი „სიფრთხილეც” ნახევრად ბრმაა. რადგან ბუნდოვანია, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე მობილური ტელეფონი და როგორ, ბუნდოვანია უსაფრთხოების ზომებიც.
     მობილური ტელეფონი მუშაობის პროცესში გამოასხივებს გარკვეული სიხშირის ტალღებს, რომელთა მეშვეობითაც სხვა ტელეფონებთან კავშირი მყარდება. ადამიანის ორგანიზმზე ამ გამოსხივების ეფექტის შესასწავლად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონები იხარჯება. Interphone Study Group-ის მიერ ჩატარებულ ოთხწლიან კვლევაში 13 ქვეყანაში მცხოვრები თავის ტვინის კიბოთი დაავადებული 5000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა 2004 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონების მომხმარებლებში თავის ტვინის კიბოს გაჩენის რისკი არ აღემატება არამომხმარებელთათვის არსებულ რისკს. იგივეს ადასტურებს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დაკვირვებები და სტატისტიკური გათვლები, რომელიც 10 000 ადამიანზე ჩატარდა შვედეთსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მობილურებს უკვე წლობით ინტენსიურად იყენებდნენ. მკვლევარები ამით არ კმაყოფილდებიან - მათ 30-წლიანი პროექტიც კი აქვთ დაგეგმილი, რომელშიც 250 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
   მეცნიერების აზრით თუ დასხივების დოზა დიდია, შესაძლოა, ორგანოები გადახურდეს, რაც შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. ამის გამო შემუშავებულია სტანდარტი, რომელიც ზედა ზღვარს აწესებს ტელეფონის გამოსხივების სიმძლავრეზე. მსხვილი მწარმოებლები ამ სტანდარტს მკაცრად იცავენ და მათი პროდუქციისგან მიღებული გამოსხივების ენერგია თითქმის ათჯერ ნაკლებია ზღვრულად დასაშვებზე
   მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული ენერგია იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შორს იმყოფება აპარატი სადგურებისგან. რაც უფრო „ცუდად იჭერს”, მით ინტენსიურად ასხივებს ტელეფონი. ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური სადგურებისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც სიგნალი მუდმივად სუსტია. თუმცა, ამ ეფექტის შემცირებაც ადვილია, თუ ტელეფონს თავისგან მოშორებით დავიჭერთ, რის საშუალებასაც დისტანციური გარნიტურით აღჭურვილი აპარატები იძლევა.
    საბოლოოდ არც ერთ კვლევას არ შეაქვს სიცხადე მობილური ტელეფონების მავნებლობის საკითხში. საეჭვოა, ჰიპოთეტური საფრთხის გამო ამ ნივთის გამოყენებაზე ბევრმა თქვას უარი; მით უფრო, რომ ადამიანებს ხშირად არც დადასტურებული საფრთხე აჩერებს. თამბაქოს მავნებლობის ამბავი ხომ აღარ არის საიდუმლო, მოწევის საწინააღმდეგო უამრავი პიარკამპანიაც ტარდება, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც კოლოფს კოლოფზე ცლის.

წყარო:www.tabula.ge

პირველი მობილური ტელეფონი მზის ბატარეით


კომპანიასამსუნგმამსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა, რომელიც მზის ენერგიით იტენება. როგორც კომპანია იუწყება, მისი მზეზე 5 წუთით დატენვის შემთხვევაში შესაძლებელია 10 წუთი საუბარი. მას აქვს რადიო MP3 Player- და სხვა მრავალი რამ, აგრეთვე ფანარიც, რომელიც დიდხანს ვერ მუშაობს, რადგან დიდ ენერგიას ითხოვს. აზიურ ბაზარზე ეს ტელეფონი 89 დოლარი ღირს. ჯერჯერობით უცნობია სხვა ქვეყნების საბაზრო ფასები.


წყარო:ucnauri.com

მობილური ტელეფონის მწარმოებლები

   დღესდღეობით მობილური ტელეფონების მწარმოებელი ბევრი ფირმა არსებობს. განვიხილავ რამდენიმე, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მობილური ტელეფონების მწარმოებელს
 ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია. 2008 წლის მონაცემებით ნოკია მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა, რითაც მას პირველი ადგილი ეკავა და უსწრებდა სამსუნგს(16,3%), მოტოროლას (8,7%), LG-ის8,4%),სონი ერიქსონს(7,6%) და სხვებს (20,4%). ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს
იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის სონის და შვედური სატელეკომუნიკციო კომპანია ერიქსონის გაერთიანებული ძალებით დაარსებული (Joint Venture - ზუსტი თარგმანი გაერთიანებული სარისკო წამოწყება) მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიაა. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი სონის სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილების და ერიკსონის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. სონი ერიქსონს დღესდღეობით მობილური ტელეფონების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია

ეპლი iPhone არის ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონი სრული სენსორული ეკრანით, რომლის მართვა ერთდროულად რამდენიმე თითით შეიძლება (multi-touch). მისი ფუნქციები მოიცავს კამერას, პორტატულ მედია ფლეიერს (აიპოდის ეკვივალენტური), ტექსტურ შეტყობინებას

წყარო: wikipedia.org

პირველი მობილური ტელეფონები

დღესდღეობით ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოში და მითუმეტეს საქართველოში ადამიანი ვისაც მობილური ტელეფონი არ ქონდეს. ბევრი მათგანი ყოველდღიურად საათობით ლაპარაკობს და ასობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის. ეს ყოველივე ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად იქცა. თუმცა მაინც საინტერესო უნდა იყოს ვინ გამოიგონა მობილური ტელეფონი და როგორ განვითარდა ფიჭური ქსელი. შევეცდები ამ პოსტში მოკლედ გადმოგცეთ მისი შექმნის ისტორია
პირველი ზარი მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მანქანაში დამონტაჟებული ტელეფონიდან 1948 წლის 17 ივნისს სტ. ლუისში, მისური, აშშ, მაგრამ აღნიშნული სისტემა დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან არაპრაქტიკული ჩანდა. მომსახურება თვეში 30 აშშ დოლარი ჯდებოდა პლუს ზარის ღირებულება 30-40 ცენტი ლოკალურ ქსელებზე.
მარტინ კუპერი (Martin Cooper), მოტოროლას მკვლევარი, ითვლება პრაქტიკული მობილური ტელეფონების გამომგონებლად. ახლა უკვე ტელეფონის მანქანაში ჩამონტაჟება აღარ იყო საჭირო და ადამიანებს მისი ტარება ხელით შეეძლოთ. მარტინ კუპერმა პირველი ზარი მობილური ტელეფონით 1973 წლის 3 აპრილს განახორციელა, აჯობა რა მის მთავარი კონკურენტს დოქტორ ჯოელ ს. ენგელს (Joel S. Engel) ბელ ლებიდან (Bell Labs)
პირველი კომერციული ფიჭური ქსელი (the 1G generation) გაშვებულ იქნა იაპონიაში NTT-ს მიერ 1979 წელს, დასაწყისისთვის ტოკიოს მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე. 5 წლის განმავლობაში, NTT ქსელმა დაფარა მთელი იაპონიის მოსახლება. 1981 წელს გაშვებულ იქნა Nordic Mobile Telephone (NMT) სისტემა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ერთდროულად. NMT იყო პირველი საერთაშორისო ქსელი. პირველი თაობის ქსელი აშშ-ში პირველად ჩართულ იქნა 1983 წელს მოტოროლას DynaTAC მობილური ტელეფონის მეშვეობით. 1980 წლებში მათ მოყვა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და კანადა.
პირველი თანამედროვე 2G ტექნოლოგიები გაშვებულ იქნა Radiolinja-ს მიერ (ახლაElisa Group-ის შემადგენლობაში) 1991 წელს ფინეთში. მეორე თაობის ქსელები მუშაობდნენ და მუშაობენ GSM სტანდარტებზე.
2001 წელს გი მოხდა 3G ტექნოლოგიების გაშვება NTT DoCoMo-ს მიერ იაპონიაში. აღნიშნულ ტექნოლოგიები ახლა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და თავის თავში გულისხმობს სწრაფ ინფორმაციის გადაცემას, ვიდეო ზარებს, ინტერნეტ ტელევიზიას და სხვა ბევრ დღესდღეობით საჭირო ტექნოლოგიას.


წყარო: smartblog.ge