ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია. 2008 წლის მონაცემებით ნოკია მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა, რითაც მას პირველი ადგილი ეკავა და უსწრებდა სამსუნგს(16,3%), მოტოროლას (8,7%), LG-ის8,4%),სონი ერიქსონს(7,6%) და სხვებს (20,4%). ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს
იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის სონის და შვედური სატელეკომუნიკციო კომპანია ერიქსონის გაერთიანებული ძალებით დაარსებული (Joint Venture - ზუსტი თარგმანი გაერთიანებული სარისკო წამოწყება) მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიაა. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი სონის სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილების და ერიკსონის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. სონი ერიქსონს დღესდღეობით მობილური ტელეფონების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია
წყარო: wikipedia.org
No comments:
Post a Comment